ჩინეთის წამყვანი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტიორები ცდილობენ ფრთხილად შეიძინონ რუსული გაზი, რომელსაც დანარჩენი მსოფლიო თავს არიდებს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიები, მათ შორის Sinopec-ი და PetroChina გარიგებას აწარმოებენ მიმწოდებლებთან, რათა ტვირთები რუსეთიდან ადგილზე დიდი ფასდაკლებით შეიძინონ.
გარიგებების მიხედვით, რუსული ბუნებრივი აირი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკვე შეიძინეს ჩინელმა იმპორტიორებმა. მათი თქმით, რუსული გაზი ჩრდილოეთ აზიის ბაზარზე 10%-ზე მეტი ფასდაკლებით ივაჭრება.
ამასთან ცნობილია, რომ ჩინეთს ბუნებრივი აირის განსაკუთრებული საჭიროება არ აქვს, რადგან უფრო თბილმა ამინდმა და Covid19-ის ლოკდაუნის შიშებმა ადგილზე მოთხოვნა შეზღუდა. მიუხედავად ამისა, რუსული გაზის დიდი ფასდაკლებით შეძენა შეიძლება დაეხმაროს საცავის შევსებას, ვიდრე ამ ზაფხულს ფასები კვლავ გაიზრდება.
ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად უარი თქვა.
რუსული გაზის ჩანაცვლების საკითხი ევროკავშირში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გახდა.
31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.
ასევე წაიკითხეთ
Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან
რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება